Thursday, November 28, 2013

პრეზენტაციის სურათები

ჩვენი ტრენერი
ჩვენი ჯგუფი
ერთერთი პრეზენტაციის დროს
პრეზენტაციის დროს


Saturday, November 23, 2013

მოდული 8. დღე 9.

დღეს იყო intel -ის ტრენინგის ბოლო დღე. დღევანდელ დღეს ჯგუფის წევრებმა წარმოვადგინეთ ჩვენი სასწავლო პროექტის პრეზენტაცია. ჩვენი ელექტრონული პორტფოლიოები გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. . . ყველაფერმა კარგად ჩაიარა... დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ეს ტრენინგი ჩვენამდე მასწავლებლებამდე მოიტანა. ტრენინგზე მიღებული ცოდნა დიდ დახმარებას გამიწევს პროექტებზე მუშაობისას...

პროექტის პორთფოლიო

Monday, November 18, 2013

მოდული 7. დღე 8.

დღევანდელ ტრენინგ დღეს გავაკეთე ფასილიტაციის რესურსი ჩემი პროექტისთვის power point-ში პრეზენტაციის სახით. სასწავლო პროექტის ჩეკლისტში მოვნიშნეთ ყველა ის რესურსი რაც შევქმენით სასწავლო პროექტისთვის ამ ტრენინგის მანძილზე.... ტრენინგ დღის ბოლოს ჩვენი პორთფოლიოები დავარქივეთ.....
დასასრულს მიუახლოვდა ჩვენი ტრენინგი და საოცარ კმაყოფილკებას განვიცდი რადგან ინფორმაციით და რესურსებით დატვირთული ტრენინგი იყო რაც მომავალში ნამდვილად დიდ დახმარებას გამიწევს სასწავლო პროექტებზე მუშაობისას.....

Saturday, November 16, 2013

მოდული 6. დღე 7.

დღევანდელ ტრენინგ დღეს შევქმენით მოსწავლის დამხმარე რესურსი ვიცი-მინდა ვიცოდე-გავიგე, შევავსეთ შეფასებების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი პროექტის გეგმაში, გავაკეთეთ მოსწავლის თვითშეფასების ნიმუში...