Thursday, December 19, 2013
Thursday, November 28, 2013
Saturday, November 23, 2013
მოდული 8. დღე 9.
დღეს იყო intel -ის ტრენინგის ბოლო დღე. დღევანდელ დღეს ჯგუფის წევრებმა წარმოვადგინეთ ჩვენი სასწავლო პროექტის პრეზენტაცია. ჩვენი ელექტრონული პორტფოლიოები გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. . . ყველაფერმა კარგად ჩაიარა... დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ეს ტრენინგი ჩვენამდე მასწავლებლებამდე მოიტანა. ტრენინგზე მიღებული ცოდნა დიდ დახმარებას გამიწევს პროექტებზე მუშაობისას...
Monday, November 18, 2013
მოდული 7. დღე 8.
დღევანდელ ტრენინგ დღეს გავაკეთე ფასილიტაციის რესურსი ჩემი პროექტისთვის power point-ში პრეზენტაციის სახით. სასწავლო პროექტის ჩეკლისტში მოვნიშნეთ ყველა ის რესურსი რაც შევქმენით სასწავლო პროექტისთვის ამ ტრენინგის მანძილზე.... ტრენინგ დღის ბოლოს ჩვენი პორთფოლიოები დავარქივეთ.....
დასასრულს მიუახლოვდა ჩვენი ტრენინგი და საოცარ კმაყოფილკებას განვიცდი რადგან ინფორმაციით და რესურსებით დატვირთული ტრენინგი იყო რაც მომავალში ნამდვილად დიდ დახმარებას გამიწევს სასწავლო პროექტებზე მუშაობისას.....
Saturday, November 16, 2013
მოდული 6. დღე 7.
დღევანდელ ტრენინგ დღეს შევქმენით მოსწავლის დამხმარე რესურსი ვიცი-მინდა ვიცოდე-გავიგე, შევავსეთ შეფასებების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი პროექტის გეგმაში, გავაკეთეთ მოსწავლის თვითშეფასების ნიმუში...
Sunday, November 3, 2013
მოდული 5. დღე 6.
დღევანდელ ტრენინიგ დღეს ვიმუშავეთ ვორდში და power point-ში კომენტარების დაწერაზე. ვისწავლეთ ბლოგზე ჩანართების გაკეთება. ეს საკითხი ძალიან მომეწონა :-) უკვე გავაკეთე ჩემი პროექტების ჩანართები..... გავაკეთეთ მოსწავლის ბროშურის შეფასების რუბრიკა.......
Saturday, November 2, 2013
მოდული 3-4. დღე 5.
ტრენინგის მეხუთე დღეა და საკმაოდ ბევრი სამუშაო გვაქ უკვე. სერიოზული მუშაობა გვიწევს. ეს ერთიმხრივ სასიამოვნოა და ამავე დროს შრომატევედი რასაც სიზარმაცე ხელს უშლის.
ტრენინგი დავიწყეთ წინა ტრენინგ დღეების შეჯამებით, შემდეგ გავეცანით საავტორო უფლებების დაცვას და ჩვენი პროექტისთვის შერჩეული სურათებისათვის გავაკეთეთ საავტორო უფლებების ფოლდერი, სადაც განვათავსეთ სურათების URL მისამართები.
ასევე, გავაკეთეთ მოსწავლის ბროშურა და მოსწავლის პრეზენტაცია.
ყოველი ტრენინგ დღე ძალიან საინტერესო...
ტრენინგი დავიწყეთ წინა ტრენინგ დღეების შეჯამებით, შემდეგ გავეცანით საავტორო უფლებების დაცვას და ჩვენი პროექტისთვის შერჩეული სურათებისათვის გავაკეთეთ საავტორო უფლებების ფოლდერი, სადაც განვათავსეთ სურათების URL მისამართები.
ასევე, გავაკეთეთ მოსწავლის ბროშურა და მოსწავლის პრეზენტაცია.
ყოველი ტრენინგ დღე ძალიან საინტერესო...
Sunday, October 27, 2013
მოდული 2. დღე 4.
დღეს დავწერეთ მიმართულების მიმცემი კითხვები და გავაკეთეთ პროექტის გეგმის პრეზენტაცია, რომელიც ავტვირთეთ ბლოგზე. როგორც ყოველთვის დღესას საკმაოდ საინტერესო ტრენინგ დღე იყო.
Saturday, October 26, 2013
მოდული 2. დღე 3.
დღეს ჩვენი ტრენინგი აქტიურ ფაზაში გადავიდა და საკმაოდ დატვირთული და საინტერესო დღე იყო. დავამთავრეთ ბროშურაზე მუშაობა და დავიწყეთ მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონზე, გამოვიყენეთ ეროვნული სასწავლო გეგმა, საგნის სტანდარტი და 21-საუკუნის უნარ-ჩვევები. ასევე ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე. ჩემი პროექტისთვის მოვიფიქრე შემდეგი კითხვები.
- ზოგადი კითხვა - რა ვიცით ჩენი პლანეტის შესახებ?
- თემატური კითხვა - რა გავლენას ახდენს ადამიანის ჩვენ პლანეტაზე?
- შინაარსობრივი კითხვები - რა ზიანი მოაქვს საყოფაცხოვრებო ნარჩენების უყურადღებოდ დაყრას?
Sunday, October 20, 2013
მოდული 1. დღე 2.
დღეს ჩვენი ტრენინგის მეორე დღეა და კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა რადგან ძალიან საინტერესო რესურსი გამოვიყენეთ. მოვიფიქრეთ პროექტის თემა რომელსაც უახლოეს მომავაკში განვახორციელებთ ჩვენ მოსწავლეებთან ერთად. დღეს ვისწავლეთ პუბლიკაციის დაგეგმვა და მომზადება. საოცრად საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის ამ საკითხზე მუშაობა. ძალაინ ნაყოფიერი დღე იყო.
მოდული 1. დღე 1.
ტრენინგი რომელიც დღეს დავიწყეთ ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. ბევრი საინტერესო ინფორმაცია და რესურსი მოგვცა ამ საოცარმა პროგრამამ რომელსაც ქვია Intel Essentials - პროექტებით სწავლება. დღეს გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს,
პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს, პორტფოლიოს ჩეკლისტს, პორტფოლიოს რუბრიკას და ბევრ საინტერესო რესურსს, რაც მომავალში ყველა მასწავლებელს გამოადგება პროფესიული ზრდისთვის.
პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს, პორტფოლიოს ჩეკლისტს, პორტფოლიოს რუბრიკას და ბევრ საინტერესო რესურსს, რაც მომავალში ყველა მასწავლებელს გამოადგება პროფესიული ზრდისთვის.
Subscribe to:
Posts (Atom)