Thursday, November 28, 2013
Saturday, November 23, 2013
მოდული 8. დღე 9.
დღეს იყო intel -ის ტრენინგის ბოლო დღე. დღევანდელ დღეს ჯგუფის წევრებმა წარმოვადგინეთ ჩვენი სასწავლო პროექტის პრეზენტაცია. ჩვენი ელექტრონული პორტფოლიოები გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. . . ყველაფერმა კარგად ჩაიარა... დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ეს ტრენინგი ჩვენამდე მასწავლებლებამდე მოიტანა. ტრენინგზე მიღებული ცოდნა დიდ დახმარებას გამიწევს პროექტებზე მუშაობისას...
Monday, November 18, 2013
მოდული 7. დღე 8.
დღევანდელ ტრენინგ დღეს გავაკეთე ფასილიტაციის რესურსი ჩემი პროექტისთვის power point-ში პრეზენტაციის სახით. სასწავლო პროექტის ჩეკლისტში მოვნიშნეთ ყველა ის რესურსი რაც შევქმენით სასწავლო პროექტისთვის ამ ტრენინგის მანძილზე.... ტრენინგ დღის ბოლოს ჩვენი პორთფოლიოები დავარქივეთ.....
დასასრულს მიუახლოვდა ჩვენი ტრენინგი და საოცარ კმაყოფილკებას განვიცდი რადგან ინფორმაციით და რესურსებით დატვირთული ტრენინგი იყო რაც მომავალში ნამდვილად დიდ დახმარებას გამიწევს სასწავლო პროექტებზე მუშაობისას.....
Saturday, November 16, 2013
მოდული 6. დღე 7.
დღევანდელ ტრენინგ დღეს შევქმენით მოსწავლის დამხმარე რესურსი ვიცი-მინდა ვიცოდე-გავიგე, შევავსეთ შეფასებების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი პროექტის გეგმაში, გავაკეთეთ მოსწავლის თვითშეფასების ნიმუში...
Sunday, November 3, 2013
მოდული 5. დღე 6.
დღევანდელ ტრენინიგ დღეს ვიმუშავეთ ვორდში და power point-ში კომენტარების დაწერაზე. ვისწავლეთ ბლოგზე ჩანართების გაკეთება. ეს საკითხი ძალიან მომეწონა :-) უკვე გავაკეთე ჩემი პროექტების ჩანართები..... გავაკეთეთ მოსწავლის ბროშურის შეფასების რუბრიკა.......
Saturday, November 2, 2013
მოდული 3-4. დღე 5.
ტრენინგის მეხუთე დღეა და საკმაოდ ბევრი სამუშაო გვაქ უკვე. სერიოზული მუშაობა გვიწევს. ეს ერთიმხრივ სასიამოვნოა და ამავე დროს შრომატევედი რასაც სიზარმაცე ხელს უშლის.
ტრენინგი დავიწყეთ წინა ტრენინგ დღეების შეჯამებით, შემდეგ გავეცანით საავტორო უფლებების დაცვას და ჩვენი პროექტისთვის შერჩეული სურათებისათვის გავაკეთეთ საავტორო უფლებების ფოლდერი, სადაც განვათავსეთ სურათების URL მისამართები.
ასევე, გავაკეთეთ მოსწავლის ბროშურა და მოსწავლის პრეზენტაცია.
ყოველი ტრენინგ დღე ძალიან საინტერესო...
ტრენინგი დავიწყეთ წინა ტრენინგ დღეების შეჯამებით, შემდეგ გავეცანით საავტორო უფლებების დაცვას და ჩვენი პროექტისთვის შერჩეული სურათებისათვის გავაკეთეთ საავტორო უფლებების ფოლდერი, სადაც განვათავსეთ სურათების URL მისამართები.
ასევე, გავაკეთეთ მოსწავლის ბროშურა და მოსწავლის პრეზენტაცია.
ყოველი ტრენინგ დღე ძალიან საინტერესო...
Subscribe to:
Posts (Atom)